გნებავთ ყველაზე პოპულარული გრაფიკული გარსის გაქართულება? რას ელოდებით? დაგვიკავშირდით!

GNOME Translation Project


ჩვენებურად: "ჯუჯას გაქართულების პროექტი" ღია პროექტია,
მასში მონაწილეობა-გაწევრიანება ყველა მსურველს შეუძლია.
ჩვენი ვებ გვერდი: http://gnome.inet.ge/
ამის გარდა: http://www.gia.ge/

22.1.07

Howto add Georgian(ka) layout in Ubuntu Linux ~ როგორ დავამატოთ ქართული განლაგება უბუნტუ ლინუქსში?


0. ეხება უბუნტუ 6.04-6.10-7.04 ვერსიებს, 7.10 და მომდევნო ვერსიებისთვის გამოტოვეთ მოცემული ბიჯი!
ვაყენებთ BPG Infotech-ის მიერ სპეციალურად უბუნტუ ლინუქსისთვის დამზადებულ, GPL ლიცენზიის მქონე შრიფტებს. აკრიფეთ ტერმინალში (ზემო პანელიდან: Applications->Accessories->Terminal)

sudo apt-get install ttf-bpg-georgian-fonts



1. საწყისი სტადია:



2. დააწკაპეთ მარჯვენა ღილაკით აპლეტს (ანუ წკაპი USA-ზე) და ამოირჩიეთ "Keyboard Preferences":



3. გაიხნება "Keyboard Preferences" განლაგების პარამეტრების ფანჯარა, ვირჩევთ დაფას "Layout Options"



ვხსნით "Layout Options" -> "Group Shift/Lock behaviour" სექციას, და Windows-ის მსგავსად ვირჩევთ ღილაკების "Alt+Shift" კომბინაცია. (ამის გარდა შეგიძლიათ დატოვოთ თავისთავადი კომბინაცია, ან სულაც თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ მაგალითად "Left Win-key changes gorup"-ზე: ამგვარად კლავიატურის განლაგების გადართვა Windows-ის "Start" ღილაკის დაჭერით შეგეძლებათ ):



4. ვამატებთ ქართული კლავიატურის განლაგებას, "Georgian" სექციის გაუშლელად (ანუ Georgian -> Russian-ზე გადასვლა საჭირო არ არის):





ვაჭერთ OK.

5. დასვით თოლია "U.S English" ან სულაც ქართულ "Georgia"-ზე და შემდგომ OK.



6. ესეც ასე ;)

3 comments:

წკაპო said...

ლადო, გამარჯობა.
გასულ შაბათ-კვირას დავიყენე უბუნტუ. სასიამოვნო იყო ინსტალაციის დროსაც კი ქართული მეგზურის ქონა. დიდი მადლობა ამ შესანიშნავი საქმის გამო.
მაქვს რამდენიმე შენიშვნა თარგმანთან დაკავშირებით; როგორ მოგაწოდოთ ჩემი შენიშვნები?

ლადო, ლინუქსის გამოყენებისას ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ქართულის განლაგება კლავიატურაზე. მე საფრანგეთში ვცხოვრობ და შესაბამისად მაქვს აზერტი კლავიატურა, ამ კლავიატურის შესაბამისად დავწერე განლაგების დრაივერი მაკოს ათისა და ვინდოუსისასთვის, მაგრამ ლინუქსს კი ვერაფერი მოვუხერხე. ხომ ვერ შესძლებდით ჩემს დახმარებას.

პატივისცემით,
წკაპო

Vladimer Sichinava said...

წკაპო, გამარჯობა! კარგი იქნება შენი msn,yahoo,icq ან რამე ამდაგვარი შემატყობინო :)

Dv0rsky said...

ვა რა კარგია!

მე მქონდა დაყენებული უბუნტუ და ვერ გავერკვიე შრიფტებში, ხოდა მგონი ისევ დავაყენებ...