გნებავთ ყველაზე პოპულარული გრაფიკული გარსის გაქართულება? რას ელოდებით? დაგვიკავშირდით!

GNOME Translation Project


ჩვენებურად: "ჯუჯას გაქართულების პროექტი" ღია პროექტია,
მასში მონაწილეობა-გაწევრიანება ყველა მსურველს შეუძლია.
ჩვენი ვებ გვერდი: http://gnome.inet.ge/
ამის გარდა: http://www.gia.ge/

18.5.10

GNOME 3 თარჯიმნის მინი ცნობარი

1. პირველ რიგში საჭიროა l10n.gnome.org-ზე დარეგისტრირება და ქართული სექციიდან: http://l10n.gnome.org/languages/ka/gnome-3-0/ui/ .po მოდულის ამორჩევა. დატოვეთ კომენტარი თარგმნის დაწყების სურვილის შესახებ.


2. თარგმნის კომფორტული განხორციელებისთვის გესაჭიროებათ GTranslator - Editor PO (გნომის .po ფაილების თარგმნის პლატფორმა). ბოლო 1.9.11 ვერსიის დაყენებისთვის გახსენით Terminal-ი და გაუშვით:

პირველი ბრძანება: (ვამატებთ PPA რეპოზიტორიას)
sudo add-apt-repository ppa:frandieguez/mabishu;

მეორე ბრძანება: (APT -ს განახლება, პროგრამის დაყენება)
sudo aptitude update; sudo aptitude install gtranslator;

3. GTranslator-ის პირველი გაშვებისას გამართვა:

ა) დავუშვათ გვინდა ვთარგმნოთ Brasero (დისკების ჩამწერი პროგრამა, ლინუქსში Nero Burning Rom-ის ეკვივალენტი), ამისათვის გადმოიწერეთ პროგრამის .pot მოდული:

http://l10n.gnome.org/vertimus/brasero/master/po/ka -დან.

გადმოწერილ brasero.master.pot -ს შეუცვალეთ გაფართოება brasero.master.ka.po -სზე და ჩაწერეთ ფაილი მაგალითად: /home/user(თქვენი მომხმარებლის სახელი)/gnome-3-0/desktop/ -ში.

ბ) გადმოიწერეთ ყველა თარგმნილი ან ნაწილობრივ თარგმნილი ქართული .po ფაილების არქივი:

http://l10n.gnome.org/languages/ka/gnome-3-0/ui.tar.gz

და მოათავსეთ მაგ: /home/user/gnome-3-0/wordbase/ დასტაში gnome-3-0.ui.ka.2010-05-18.tar.gz არქივში მყოფი ყველა .po ფაილი.

გ) გაუშვით Gtranslator-ი: პროგრამები -> პროგრამირება -> Editor PO Gtranslator
შეიყვანეთ მონაცემები. რა თქმა უნდა სახელი, გვარი, ელფოსტა უნდა შეიცვალოს :)








სიტყვათა ბაზის შექმნას საკმაო დრო სჭირდება, ასე რომ დაელოდეთ დიალოგ ფანჯარას წარწერით: String added to database.

დ) გახსენით brasero.master.po ფაილი Editor PO Gtranslator-ით.


ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია თარგმნა, მაგრამ თარგმნის გამარტივების პროცესისთვის საჭიროა Gtranslate-ის 3 დამხმარე მოდულის აქტივირება. ესენია:

* Alternate Language (დამხმარე ალტერნატიული ენა)
* Open-Tran (http://open-tran.eu/-ის მოდული. საჭიროებს მუდმივ ინტერნეტ კავშირს)
* Dictionary (რომლის ბაზა უკვე შევქმენით დაყენების პროცესში. "worbase")

დამხმარე მოდულების გააქტიურებისთვის:
File -> Preferences -> Plugins ამოირჩიეთ თქვენთვის საჭირო მოდული.
Open-Tran-ის ქართულ რეჟიმზე გადაყვანისთვის საჭიროა Configure Plugin-ზე დაწკაპვა და ტექსტ ველთა შემდეგნაირად შეცვლა:



საბოლოოდ ქვემო სურათზე ნაჩვენები შედეგი უნდა მიიღოთ:



* Open-Tran -ის პანელი.
* Open-Tran - ის მონაცემთა ბაზაში საძიებელი ველი.
* Translated Text - ქართული თარგმნის ველი.
* Dictionary - ჩვენს მიერ გენერირებული დამხმარე შესატყვისების ბაზა.
* Alternate Language - ალტერნატიული დამხმარე ენა. (საკმარისია მაგ. ჩემს შემთხვევაში იტალიური brasero.master.it.po-ს ადგილმდებარეობის მითითება)