0. ეხება უბუნტუ 6.04-6.10-7.04 ვერსიებს, 7.10 და მომდევნო ვერსიებისთვის გამოტოვეთ მოცემული ბიჯი! ვაყენებთ BPG Infotech-ის მიერ სპეციალურად უბუნტუ ლინუქსისთვის დამზადებულ, GPL ლიცენზიის მქონე შრიფტებს. აკრიფეთ ტერმინალში (ზემო პანელიდან: Applications->Accessories->Terminal)
sudo apt-get install ttf-bpg-georgian-fonts
1. საწყისი სტადია:
2. დააწკაპეთ მარჯვენა ღილაკით აპლეტს (ანუ წკაპი USA-ზე) და ამოირჩიეთ "Keyboard Preferences":
3. გაიხნება "Keyboard Preferences" განლაგების პარამეტრების ფანჯარა, ვირჩევთ დაფას "Layout Options"
ვხსნით "Layout Options" -> "Group Shift/Lock behaviour" სექციას, და Windows-ის მსგავსად ვირჩევთ ღილაკების "Alt+Shift" კომბინაცია. (ამის გარდა შეგიძლიათ დატოვოთ თავისთავადი კომბინაცია, ან სულაც თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ მაგალითად "Left Win-key changes gorup"-ზე: ამგვარად კლავიატურის განლაგების გადართვა Windows-ის "Start" ღილაკის დაჭერით შეგეძლებათ ):
4. ვამატებთ ქართული კლავიატურის განლაგებას, "Georgian" სექციის გაუშლელად (ანუ Georgian -> Russian-ზე გადასვლა საჭირო არ არის):

ვაჭერთ OK.
5. დასვით თოლია "U.S English" ან სულაც ქართულ "Georgia"-ზე და შემდგომ OK.
6. ესეც ასე ;)
გნებავთ ყველაზე პოპულარული გრაფიკული გარსის გაქართულება? რას ელოდებით? დაგვიკავშირდით!
GNOME Translation Project
ჩვენებურად: "ჯუჯას გაქართულების პროექტი" ღია პროექტია,
მასში მონაწილეობა-გაწევრიანება ყველა მსურველს შეუძლია.
ჩვენი ვებ გვერდი: http://gnome.inet.ge/
ამის გარდა: http://www.gia.ge/
ჩვენებურად: "ჯუჯას გაქართულების პროექტი" ღია პროექტია,
მასში მონაწილეობა-გაწევრიანება ყველა მსურველს შეუძლია.
ჩვენი ვებ გვერდი: http://gnome.inet.ge/
ამის გარდა: http://www.gia.ge/
22.1.07
Howto add Georgian(ka) layout in Ubuntu Linux ~ როგორ დავამატოთ ქართული განლაგება უბუნტუ ლინუქსში?
11.11.06
~ Automatix ~ პრობლემების სწრაფი გადაჭრა.
აუტომატიქსი დაგეხმარებათ ყველა საჭირო ექსტრა პროგრემების დაყენებაში.
მოცემულ "როგორ უნდა"-ში ახსნილია თუ როგორ გადავიდეთ 7.04 Feisty Fawn ვერსიაზე!
#############################პირველ რიგში##################- ვაი, არ ვიცი რომელი ვერსია მიყენია!? :(
- ვერსიის გასაგებად საკმარისია ტერმინალიდან შემდეგი ბრძანების გაშვება:
ubuntu@localhost:~$ cat /etc/issue.net
- მიყენია უბუნტუს ძველი ვერსია (6.10, ან 6.04) როგორ განვაახლო სისტემა?
- ყველაზე მარტივი ხერხი, ტერმინალის გამოყენებით:
ubuntu@localhost:~$ sudo sed -e 's/edgy/feisty/g' -i /etc/apt/sources.list (ანაცვლებს edgy-ს feisty-ზე, sources.list ფაილში)
ubuntu@localhost:~$ sudo apt-get update (sources.list სიის განახლება)
ubuntu@localhost:~$ sudo apt-get upgrade (სისტემაში დაყენებული პაკეტების განახლება)
ubuntu@localhost:~$ sudo apt-get dist-upgrade (მთლიანი სისტემის დაყენება)
###########################მეორე რიგში######################
ვაყენებთ ~ AUTOMATIX 2 ~და ბოლოს ვრთავთ "Аutomatix 2" ...
ტერმინალში ერთმანეთის მიყოლებით ვუშვებთ შემდეგ ბრძანებებს:
(იმედია ტერმინალის პოვნა არ არის ძნელი?არა? :D)
1. echo "deb http://www.getautomatix.com/apt feisty main" | sudo tee -a /etc/apt/sources.list
2. wget http://www.getautomatix.com/keys/automatix2.key
3. gpg --import automatix2.key
4. gpg --export --armor E23C5FC3 | sudo apt-key add -
5. sudo apt-get update
6. sudo apt-get install automatix2

ვირჩევთ და ვაყენებთ საჭირო პროგრამებს, დრავივერებს და კოდეკებს.
გისურვებთ წარმატებას!
Subscribe to:
Posts (Atom)