გნებავთ ყველაზე პოპულარული გრაფიკული გარსის გაქართულება? რას ელოდებით? დაგვიკავშირდით!

GNOME Translation Project


ჩვენებურად: "ჯუჯას გაქართულების პროექტი" ღია პროექტია,
მასში მონაწილეობა-გაწევრიანება ყველა მსურველს შეუძლია.
ჩვენი ვებ გვერდი: http://gnome.inet.ge/
ამის გარდა: http://www.gia.ge/

11.1.08

ქართული შრიფტი ლინუქსის-კონსოლში

უბუნტუში (ან ნებისმიერ სხვა ლინუქს დისტრიბუტივში) ქართული განლაგების გამოყენების დროს შესაძლებელია თვით ფაილის სახელის (ან დასტის სახელწოდების) ქართული შრიფტით აკრეფვა. მაგ:
დააწკაპეთ გასადიდებლად
დასტების და ფაილების ქართული დასახელებები ჩანან აგრეთვე გრაფიკულ ტერმინალში. (მაგ. gnome-terminal, konsole) ანუ თუ გაშვებულია X სერვერი : არანაირი პრობლემა! ახლა კი სცადეთ გადახვიდეთ თვით კონსოლში (Alt + Ctrl + F1-F2-F3-F4-F5-F6.გრაფიკულ სესიაში დაბრუნებისთვის საკმარისია Alt + Ctrl + F7) და შეამოწმეთ ჩანს თუ არა ქართული შრიფტი ?
დააწკაპეთ გასადიდებლად
როგორც ხედავთ ქართულენოვანი დასტების მაგივრად რომბებს გვიჩვენებს ;)
ამისათვის საჭიროა პირდაპიკ კონსოლში (ან ტერმინალში) აკრიფოთ ბრძანება:

ამის შემდგომ გაიხსნება მენიუ:

1) ამოირჩიეთ თქვენი კლავიატურის მოდელი:

დააწკაპეთ გასადიდებლად
2) ამოირჩიეთ კლავიატურის წარმოშობა (90% U.S English):

დააწკაპეთ გასადიდებლად
3) კონსოლის კოდირება (აუცილებლად UTF-8):

დააწკაპეთ გასადიდებლად
4) კონსოლ-შრიფტის მიერ მხარდაჭერილი ენა (ამოირჩიეთ Georgian):

დააწკაპეთ გასადიდებლად
5) ამოირჩიეთ შრიფტის ზომა (ნაგულისხმევი 16):

დააწკაპეთ გასადიდებლად
ამის შემდეგ დაელოდეთ სანამ არ დაუბრუნდებით ბრძანების ველს. წესით ყველაფერი რიგზე უნდა იყოს! ;)

დააწკაპეთ გასადიდებლად
დამატებითი ინფო:
კონსოლის შრიფტი დამზადებულ იქნა, ზომა 16 ბატონი გია შერვაშიძის მიერ, ხოლო ზომა 14 ვლადიმეს სიჭინავას მიერ.
წყარო: http://www.unifont.org/fontguide/

ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ ხდება კონსოლში ერთი ენიდან მეორეზე გადართვა. თუ ვინმემ რამე იცის დიდი სიამოვნებით დავამატებდი ამ "როგორგავაკეთოს".

8.1.08

Ubuntu Linux Installation Howto

ბოლო ცვლილება: 28/01/2008

უბუნტუ ლინუქსის დაყენება ძალიან მარტივია, მითუმეტეს თუ ამ "როგორგავაკეთოს" ყურადღებით ჩაუყვებით ;). პირველ რიგში საჭიროა Ubuntu 7.10-ის .iso ანაბეჭდის გადმოწერა. ამისათვის საკმარისია უბუნტუს გადმოტვირთვის გვერდზე გადასვლა.
ამოირჩიეთ დისტრიბუტივი და თქვენგან ყველაზე ახლომახლო სერვერი. საქართველოში მცხოვრებ მომხმარებელების შემთხვევაში "Georgia Open Consultants (Asia)", როგორც ეს სურათზეა მითითებული:
დაუწკაპუნეთ სურათს


კომპიუტერზე გადმოტვირთული ubuntu-7.10-desktop-i386.iso -ს CD-ედ გარდაქმნა შესაძლებელია Nero Burning Rom (ან რაიმე სხვა ალტერნატიული პროგრამით, მაგალითად უფასო InfraRecorder-ით) დისკების ჩამწერი პროგრამით, როგორც წესი საკმარისია .iso ფაილზე დაწკაპუნება.

ლინუქსი რიგითი ვინდოუს პროგრამა არ გეგონოთ, ასე რომ ნუ შეეცდებით თქვენს მიერ ჩაწერილი ლინუქს უბუნტუ 7.10-ის ვინდოუს გარემოში გაშვებას.

ლინუქსის დაყენების 2 ალტერნატივა არსებობს:
ა) ლინუქსი თქვენი კომპიუტერის ერთადერთი ბინადარია, ანუ კომპიუტერი ვინდოუსის გარეშე!
ბ) ვინდოუსი და ლინუქსი მეგობრულად გაინაწილებენ თქვენს მყარ დისკს. ანუ შესაძლებელი გახდება ორივე ოპერატიული სისტემის 1 დისკზე მასპინძლობა.


მაშ შევუდგეთ საქმეს...

დავუშვათ თქვენ ხელთ გაგაჩნიათ 80 გბ-იანი დიკსი და მთლიან დისკს იკავებს ჩვენი "საყვარელი" Windows XP თავისი NTFS ფაილური სისტემით. (რა არის NTFS ფაილური სისტემა?). საჭიროა ლინუქსისთვის ცოტაოდენი მანძილის გამოყოფა.
ანუ ჩვენი მყარი დისკი შემდეგნაირად უნდა დავყოთ:
დაუწკაპუნეთ სურათს

80GB-იანი დისკის შემთხვევაში:

WINDOWS = 60 GB (NTFS ფორმატის მქონე დანაყოფი)

SWAP = 1 GB (swap დანაყოფი ესაჭიროება ლინუქს, წარმოადგენს მყარ დისკზე მყოფ მეორად საოპერაციო მეხსიერებას, განსაკუთრებით მიზანშეწონილია 1024MB-ზე ნაკლები RAM-ის ქონისას).

LINUX = ორი 4 GB და 15 GB-იანი დანაყოფი(ext3 ფორმატში - ეს ლინუქსის ფაილური სისტემაა). რატომ 2 დანაყოფი?

ლინუქსის და ვინდოუსის ფაილური სისტემები (ფაილებისა და დასტების ორგანიზაცია/მდებარეობა) ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
დაივიწყეთ ლინუქსში "მითოლოგიური" C: ან D: !

დაუწკაპუნეთ სურათს


ალბათ ატყობთ რომ "/home/"-დასტა, "/"-ის ქვე დასტაა. ლინუქსის ყველა დასტა,
"ძირეული" "/"-root დასტის ქვე-დასტაა. მაგ:
/etc/
/home/giorgi
/usr/
/var/
/dev/
/boot/ ასე შემდეგ...

რადგანაც /home/-ში გიორგის, ან სულაც ჩემი პერსონალური მონაცემები და კონფიგურაციის ფაილები ინახება, ჩვენს 80GB-იან მყარ დისკზე, swap მეხსიერების გარდა ლინუქსს კიდევ 2 დანაყოფი გამოვუყავით. 4GB-იანი /home -სთვის, უფრო დიდი 15GB კი თვით
ძირეულ დასტა "/"-ს მოხმარდა. ამის გარდა მიზანშეწონილია იმის ცოდნა რომ ლინუქსში:

IDE ტიპის მყარ დისკს: hda
ხოლო
SATA ტიპის მყარი დისკს: sda ჰქვია.

ლინუქსის ბირთვი ჩატვირთვისას სწორედ ამ სახის სახელებს არქმევს ჩვენს ხისტ/მყარ დისკებს. UNIX-ის (Linux-ი კი Unix-ის მსგავსია) ფილოსოფიის თანახმად: "everything is a file", ანუ "ყველაფერი ფაილია", ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი ამ სისტემაში ფაილის სახით გამოისახება... მაგალითად დასტა, მუსიკალური ფაილი, ტექსტური ფაილი ან სულაც სისტემის მიერ ამოცნობილი მოწყობილობა ფაილს შეესაბამება.
ასე რომ ჩვენი მყარი დისკი (და მისი დანაყოფები) ლინუქსის ფაილურ სისტემაში შესაბამის /dev/ დასტაში ფაილის სახით წარმოგვიდგება.

აქედან გამომდინარე /dev/sda1, /dev/sda2, /dev/sda3, /dev/sda4 წარმოადგენენ ჩვენი მყარი დისკის დანაყოფებს, ხოლო /home, /, /media/WINXP, მათი მონტაჟის პუნქტებია (mount points):


დანაყოფი: > მონტაჟის პუნქტი:

/dev/sda1 > /media/WINXP ან /media/C - თქვენი სურვილისამებრ ;)
/dev/sda2 > Swap - არ ესაჭიროება მონტაჟის პუნქტის მითითება!
/dev/sda3 > /home
/dev/sda4 > / - თვით ძირეული დასტა, არ დაგავიწყდეთ მისი მითითება.

დაუწკაპუნეთ სურათს


ასე რომ დაყავით თქვენი მყარი დისკი ზემოთ ნაჩვენები სურათის მიხედვით. (უფრო დიდი მყარი დისკის ქონის შემთხვევაში, არ არის აუცილებელი ჩემს მაგალითს მიჰყვეთ, დაყავით დისკი როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ), ამის გარდა არ დაგავიწყდეთ რომ ზემოთ მოცემული დანაყოფები (sda1, sda2, sda3, sda4) Primary Partition ტიპისაა და 1 მყარ დისკზე შესაძლებელია მხოლოდ 4 Primary ტიპის დანაყოფის ქონა!

თუ 4-ზე მეტი დანაყოფი გესაჭიროებათ, მაშინ აუცილებელია ერთერთი (მაგ: sda4) დანაყოფი გახადოთ Logic ტიპის, ამდაგვარად შეგიძლიათ კიდევ 3 დანაყოფის დამატება. ჯამში 7 დანაყოფი. ეს ყველაფერი თქვენს მოთხოვნილებებზეა დამოკიდებული.

მაშ ასე... დავიწყოთ Ubuntu 7.10-ის დაყენება:

1) ჩადეთ უბუნტუს დისკი CD-ROM-ში და გადატვირთეთ კომპიუტერი. ყურადღება!!! აუცილებელია რომ თქვენს BIOS-ში, პირველადი ჩასატვირთი მოწყოილობად "CD-ROM" იყოს მითითებული. ამგვარად შესაძლებელი გახდება კომპიუტერის CD-ROM-იდან ჩატვირთვა. მაგ:

შეცვალეთ "First Boot Device", HDD-ს მაგივრად, მიუთით CDROM.
დაიმახსოვრეთ BIOS-ის პარამეტრები F10-ით და გატატვირთეთ კომპიუტერი.

2) ბიოსის სწორად გამართვის შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება უბუნტუს ჩატვირთვის მენუ:

დაუწკაპუნეთ სურათს
ენის ამოსარჩევად დააჭირეთ F2 Language და ამოირჩიეთ "ქართული":

დაუწკაპუნეთ სურათს
ამის შემდგომ უბუნტუს მთავარი მენუ ჯადოსნურად გაქართულდება:

დაუწკაპუნეთ სურათს
3) თუ კომპიუტერზე ამ ბოლო 3-4 წლებში გამოშვებული ვიდეო-დაფა (NVIDIA, ATI ან Intel) გიყენიათ მაშინ ამოირჩიეთ მენუდან "უბუნტუს გაშვება ან დაყენება" და დააჭირეთ შეყვანის ღილაკს. რამოდენიმე წუთში (ეს კომპიუტერის სიჩქარეზეა დამოკიდებული) ჩაიტვირთება უბუნტუს GNOME გარემო რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

დაუწკაპუნეთ სურათს
4) სამუშაო მაგიდაზე ალბათ შეამჩნიეთ სისტემის "დაყენება/ჩადგმის" ხატულა დაუწკაპუნეთ მას და დაელოდეთ... რამოდენიმე წამში ჩაირთვება Ubuntu Installer-ი რომელიც სისტემის დაყენების დროს წაგიძღვებათ.

დაუწკაპუნეთ სურათს
5) ამოირჩიეთ ქართული და დააწკაპუნეთ "შემდეგ"-ზე.

დაუწკაპუნეთ სურათს
6) ამოირჩიეთ თქვენი გეო-მდებარეობა.

დაუწკაპუნეთ სურათს
ამოირჩიეთ კლავიატურის ენა, გირჩევთ პირველ რიგში Latin American-ის ამორჩევას. ქართული განლაგებას მოგვიანებით დავამატებთ ;)

7) იმედია ამ ბიჯის აღარ გეშინიათ! მყარი დისკის დაყოფა "დამხეცებული" გვაქვს! ასე რომ ამოირჩიეთ მანუალური მეთოდი და დააუწკაპუნეთ "შემდეგი".

დაუწკაპუნეთ სურათს
რამოდენიმე წამში შესაძლებელი გახდება დისკის დანაყოფების ხილვა, საჭირო დანაყოფების დამატება/დაფორმატება და მონტაჟის პუნქტების მითითება. 80 GB-იტიანი დისკის მაგალითზე უნდა შეძლოთ დისკის ამგვარად დაყოფა:

დაუწკაპუნეთ სურათს
Format?-ის სვეტში არ დააფორმატოთ ntfs ტიპის დანაყოფი, ეს თქვენი Windows XP-ს (ან Vista-ს დანაყოფია). ამის გარდა მითითებულია მონტაჟის პუნქტებიც (Mount point-ის სვეტში).
მაშ... გავაგრძელოთ: ვაჭერთ "შემდეგ"-ს.

8) ამ სექციაში თქვენი მომავალი მომხმარებლის "მომხმარებლის სახელი" და "ნამდვილი სახელი" უნდა მიუთითოთ. (რა თქმა უნდა პაროლითურთ... მოცემული პაროლი თქვენი sudo მომხმარებლის პაროლიცაა):
დაუწკაპუნეთ სურათს
ამის შემდგომ, უბუნტუს ჩამდგმელი საბოლოო დასტურს მოგთხოვთ:

დაუწკაპუნეთ სურათს
თუ არაფერი გამოგრჩათ და დარწმუნებული ბრძანდებით თქვენს წინა ქმედებებში დააჭირეთ "დაყენება"-ს.

ესეც უბუნტუს დაყენების პროცესი:

დაუწკაპუნეთ სურათს
100%-ის მიღწევის შემდეგ თვალს წარმოგიდგებათ ლინუქსის ბირთვზე დაფუძნებული ოპერატიული სისტემა უბუნტუ....

დაუწკაპუნეთ სურათს
ხ.დ.კ:

სანამ დავაყენებდე მინდა თვალი შევავლო ქართულ უბუნტუს. შეიძლება?

უნდა გეყენოთ რაიმე ogg ვიდეო დამკვრელი...

როგორ დავამატო ქართული განლაგება/კლავიატურა?

მიჰყევით ბმულს...

ვინ სპონსორობს ამ ყველაფერს?

ბადრი პატარკაციშვილი :) - ვხუმრობ რა თქმა უნდა!
ეს ყველაფერი კეთდება რამოდენიმე ენთუზიასტი ადამიანის მიერ.

უბუნტუს სწავლება/შესწავლის სახელმძღვანელო (ინგლისურ ენაზე):

https://wiki.ubuntu.com/Training

კომენტარები:

http://ge.ubuntuforums.org/