1. პირველ რიგში საჭიროა l10n.gnome.org-ზე დარეგისტრირება და ქართული სექციიდან: http://l10n.gnome.org/languages/ka/gnome-3-0/ui/ .po მოდულის ამორჩევა. დატოვეთ კომენტარი თარგმნის დაწყების სურვილის შესახებ.
2. თარგმნის კომფორტული განხორციელებისთვის გესაჭიროებათ GTranslator - Editor PO (გნომის .po ფაილების თარგმნის პლატფორმა). ბოლო 1.9.11 ვერსიის დაყენებისთვის გახსენით Terminal-ი და გაუშვით:
პირველი ბრძანება: (ვამატებთ PPA რეპოზიტორიას)
sudo add-apt-repository ppa:frandieguez/mabishu;
მეორე ბრძანება: (APT -ს განახლება, პროგრამის დაყენება)
sudo aptitude update; sudo aptitude install gtranslator;
3. GTranslator-ის პირველი გაშვებისას გამართვა:
ა) დავუშვათ გვინდა ვთარგმნოთ Brasero (დისკების ჩამწერი პროგრამა, ლინუქსში Nero Burning Rom-ის ეკვივალენტი), ამისათვის გადმოიწერეთ პროგრამის .pot მოდული:
http://l10n.gnome.org/vertimus/brasero/master/po/ka -დან.
გადმოწერილ brasero.master.pot -ს შეუცვალეთ გაფართოება brasero.master.ka.po -სზე და ჩაწერეთ ფაილი მაგალითად: /home/user(თქვენი მომხმარებლის სახელი)/gnome-3-0/desktop/ -ში.
ბ) გადმოიწერეთ ყველა თარგმნილი ან ნაწილობრივ თარგმნილი ქართული .po ფაილების არქივი:
http://l10n.gnome.org/languages/ka/gnome-3-0/ui.tar.gz
და მოათავსეთ მაგ: /home/user/gnome-3-0/wordbase/ დასტაში gnome-3-0.ui.ka.2010-05-18.tar.gz არქივში მყოფი ყველა .po ფაილი.
გ) გაუშვით Gtranslator-ი: პროგრამები -> პროგრამირება -> Editor PO Gtranslator
შეიყვანეთ მონაცემები. რა თქმა უნდა სახელი, გვარი, ელფოსტა უნდა შეიცვალოს :)
გნებავთ ყველაზე პოპულარული გრაფიკული გარსის გაქართულება? რას ელოდებით? დაგვიკავშირდით!
GNOME Translation Project
ჩვენებურად: "ჯუჯას გაქართულების პროექტი" ღია პროექტია,
მასში მონაწილეობა-გაწევრიანება ყველა მსურველს შეუძლია.
ჩვენი ვებ გვერდი: http://gnome.inet.ge/
ამის გარდა: http://www.gia.ge/
ჩვენებურად: "ჯუჯას გაქართულების პროექტი" ღია პროექტია,
მასში მონაწილეობა-გაწევრიანება ყველა მსურველს შეუძლია.
ჩვენი ვებ გვერდი: http://gnome.inet.ge/
ამის გარდა: http://www.gia.ge/
18.5.10
GNOME 3 თარჯიმნის მინი ცნობარი
11.1.08
ქართული შრიფტი ლინუქსის-კონსოლში
უბუნტუში (ან ნებისმიერ სხვა ლინუქს დისტრიბუტივში) ქართული განლაგების გამოყენების დროს შესაძლებელია თვით ფაილის სახელის (ან დასტის სახელწოდების) ქართული შრიფტით აკრეფვა. მაგ:
დააწკაპეთ გასადიდებლად
დასტების და ფაილების ქართული დასახელებები ჩანან აგრეთვე გრაფიკულ ტერმინალში. (მაგ. gnome-terminal, konsole) ანუ თუ გაშვებულია X სერვერი : არანაირი პრობლემა! ახლა კი სცადეთ გადახვიდეთ თვით კონსოლში (Alt + Ctrl + F1-F2-F3-F4-F5-F6.გრაფიკულ სესიაში დაბრუნებისთვის საკმარისია Alt + Ctrl + F7) და შეამოწმეთ ჩანს თუ არა ქართული შრიფტი ?
დააწკაპეთ გასადიდებლად
როგორც ხედავთ ქართულენოვანი დასტების მაგივრად რომბებს გვიჩვენებს ;)ამისათვის საჭიროა პირდაპიკ კონსოლში (ან ტერმინალში) აკრიფოთ ბრძანება:
ამის შემდგომ გაიხსნება მენიუ:
1) ამოირჩიეთ თქვენი კლავიატურის მოდელი:
დააწკაპეთ გასადიდებლად
2) ამოირჩიეთ კლავიატურის წარმოშობა (90% U.S English):დააწკაპეთ გასადიდებლად
3) კონსოლის კოდირება (აუცილებლად UTF-8):დააწკაპეთ გასადიდებლად
4) კონსოლ-შრიფტის მიერ მხარდაჭერილი ენა (ამოირჩიეთ Georgian):დააწკაპეთ გასადიდებლად
5) ამოირჩიეთ შრიფტის ზომა (ნაგულისხმევი 16):დააწკაპეთ გასადიდებლად
დააწკაპეთ გასადიდებლად
დამატებითი ინფო:კონსოლის შრიფტი დამზადებულ იქნა, ზომა 16 ბატონი გია შერვაშიძის მიერ, ხოლო ზომა 14 ვლადიმეს სიჭინავას მიერ.
წყარო: http://www.unifont.org/fontguide/
ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ ხდება კონსოლში ერთი ენიდან მეორეზე გადართვა. თუ ვინმემ რამე იცის დიდი სიამოვნებით დავამატებდი ამ "როგორგავაკეთოს".
Subscribe to:
Posts (Atom)