გნებავთ ყველაზე პოპულარული გრაფიკული გარსის გაქართულება? რას ელოდებით? დაგვიკავშირდით!

GNOME Translation Project


ჩვენებურად: "ჯუჯას გაქართულების პროექტი" ღია პროექტია,
მასში მონაწილეობა-გაწევრიანება ყველა მსურველს შეუძლია.
ჩვენი ვებ გვერდი: http://gnome.inet.ge/
ამის გარდა: http://www.gia.ge/

22.1.07

Howto add Georgian(ka) layout in Ubuntu Linux ~ როგორ დავამატოთ ქართული განლაგება უბუნტუ ლინუქსში?


0. ეხება უბუნტუ 6.04-6.10-7.04 ვერსიებს, 7.10 და მომდევნო ვერსიებისთვის გამოტოვეთ მოცემული ბიჯი!
ვაყენებთ BPG Infotech-ის მიერ სპეციალურად უბუნტუ ლინუქსისთვის დამზადებულ, GPL ლიცენზიის მქონე შრიფტებს. აკრიფეთ ტერმინალში (ზემო პანელიდან: Applications->Accessories->Terminal)

sudo apt-get install ttf-bpg-georgian-fonts



1. საწყისი სტადია:



2. დააწკაპეთ მარჯვენა ღილაკით აპლეტს (ანუ წკაპი USA-ზე) და ამოირჩიეთ "Keyboard Preferences":



3. გაიხნება "Keyboard Preferences" განლაგების პარამეტრების ფანჯარა, ვირჩევთ დაფას "Layout Options"



ვხსნით "Layout Options" -> "Group Shift/Lock behaviour" სექციას, და Windows-ის მსგავსად ვირჩევთ ღილაკების "Alt+Shift" კომბინაცია. (ამის გარდა შეგიძლიათ დატოვოთ თავისთავადი კომბინაცია, ან სულაც თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ მაგალითად "Left Win-key changes gorup"-ზე: ამგვარად კლავიატურის განლაგების გადართვა Windows-ის "Start" ღილაკის დაჭერით შეგეძლებათ ):



4. ვამატებთ ქართული კლავიატურის განლაგებას, "Georgian" სექციის გაუშლელად (ანუ Georgian -> Russian-ზე გადასვლა საჭირო არ არის):





ვაჭერთ OK.

5. დასვით თოლია "U.S English" ან სულაც ქართულ "Georgia"-ზე და შემდგომ OK.



6. ესეც ასე ;)